Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | როგორ ერთობიან თბილისში დარჩენილი ცნობილები
ambebi.ge
26 July 2017, 22:20
თუკი გარკვეული მიზეზების გამო, დასასვენებლად სადმე გამგზავრებას ვერ ახერხებთ, თურმე, დასვენება-განტვირთვა თბილისშიც შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში, დედაქალაქში დარჩენილი ცნობილები ამას ახერხებენ...

"თბილისში ასეთი კლიმატი მომწონს"
ჯაბა კილაძე:
- ძალიან ცხელა და ვცდილობ, გავგრილდე. ბევრი სამუშაო მაქვს. ხანდახან ვერთობი სტანდარტულად - განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ.

- აღნიშნეთ, ცხელაო. არადა, ზაფხულისთვის უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურის გამო წუწუნებს ხალხი...
- პირიქით, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ცოტათი დაბალი ტემპერატურაა. როცა ასე არ იყო, ისე ცხელოდა, ლამის დავიხრჩვე. ახლა კარგი ამინდებია: დღისით არ ცივა, ღამით კი - გრილა. მშვენიერია! ასეთი კლიმატი მომწონს.

- განტვირთვისთვის რას აკე­თებთ?
- ხანდახან აუზზე მივდივარ. თბი­ლისში ბევრი კარგი გასართობი ობიექტია და კარგი ამბები ხდება. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, დადებითად დავიმუხტო და განვიტვირთო. იქ მივდივარ, სადაც კარგი მუსიკაა და კარგი სიტუაცია სუფევს.

- ანუ ზაფხულში თბილისში დას­ვენება შესაძლებელია?
- არა, ბოლომდე ვერ დაგეთანხმები: როცა საქმე გაქვს, ამ შემთხვევაში - შეიძლება, თორემ ჯობია, სადმე წახვიდე, მშვიდ გარემოში დაისვენო... ალბათ, ცოტა ხანში დასასვენებლად სადმე მეც წავალ...

"ჩემი საქმის კეთებით ვისვენებ"
მარიტა როხვაძე:
- ბენდთან ერთად ვმუშაობ, კლუბში ვმღერი, Advertisement კორპორაციული საღამოები მაქვს... ამიტომ ჯერჯერობით, თბილისში ყოფნა მიწევს, თუმცა ბათუმში წასვლასაც ვაპირებ - იქაც კონცერტები გვაქვს დაგეგმილი. მოკლედ, მთელი ზაფხული ვერ ვისვენებ, მაგრამ რაც მთავარია, ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება ის არის, რომ ხალხს ჩვენი პროგრამა მოსწონს. ვცდილობთ, მსმენელები კარგ ხასიათზე დავაყენოთ და ეს მეც მშვენიერ განწყობილებას მიქმნის. ჩემი საქმე არ მღლის. გულახდილად ვამბობ, ჩემთვის განტვირთვა სცენაზე დგომა და სიმღერაა. თუ ისე მოხდა, რომ კვირის განმავლობაში კონცერტი არ გვექნა, სერიოზული დეპრესია მეწყება. ასე რომ, იმის "ფუფუნება" მაქვს - დრო ისე გავატარო, როგორც მინდა.
- აუზს არ სტუმრობ? არ ირუჯები?
- სიმართლე გითხრა, გარუჯვაზე არ ვგიჟდები. დღის განმავლობაში, მეგობრები აუზზე დავდივართ, მაგრამ მირჩევნია, ქოლგას შევეფარო, რადგან ძალიან თეთრი კანი მაქვს და ნამზეურს ძნელად ვიღებ...განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი